უკრაინის რეგიონებზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა თბო და ჰიდროელექტროსადგურები

რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე წინააღმდეგ კიდევ ერთი მასიური სარაკეტო შეტევა მიიტანა. უკრაინის სახელმწიფო კომპანია ,,უკრენერგოს” ცნობით, დარტყმა იყო ენერგეტიკულ ობიექტებზე.

,,დაზიანდა ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში თბოელექტროსადგურები და ჰიდროელექტროსადგურები”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, გადაუდებელი გამორთვა მოხდა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ხოლო საათობრივი გამორთვის გრაფიკი მოქმედებს ხარკოვის რეგიონში.

მსგავსი თემები