თოვლის მასაში მოყოლილ დიტო გოგოლაძეს ამ დრომდე ეძებენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დრომდე ეძებენ თოვლის მასაში მოყოლილ მამაკაცს. 48 წლის დიტო გოგოლაძის ძებნა-შველის ოპერაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ახორციელებენ.

ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენი და დრონებიც. მამაკაცი, სოფელ ციხისჯვართან, მთის ფერდობიდან მოწყვეტილმა თოვლის მასამ მოიყოლა. სტიქიის ადგილი 9 კილომეტრით არის დაშორებული დაბა ბაკურიანს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 მარტს, ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. ჯგუფში, რომელიც ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე ბურანებით გადაადგილდებოდნენ, სულ 5 პირი იყო. სტიქიას 4 მათგანი გადაურჩა. ერთს კაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

მსგავსი თემები