,,ეს ის შემთხვევა არ არის როცა გავჩერდები, წავალ უფრო მაღლა მდგომ სასამართლო ინსტანციაში” – ნიკა გვარამია

ეს ის შემთხვევა არაა, როცა გავჩერდები და სტრასბურგის სასამართლოს ჩავთვლი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად, – ამბობს პარტია ,,ახალის” ლიდერი, ნიკა გვარამია.

,,ეს ის შემთხვევა არ არის, როცა გავჩერდები, სტრასბურგის სასამართლოს ჩავთვლი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად, ეს ასე არ არის, წავალ უფრო ფართო დაფარვის და უფრო მაღლა მდგომ, კვაზისასამართლო ინსტანციაში ამ შემთხვევაში ეს არის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი. ეს ის ვითარებაა, როცა სტრასბურგში საქმე არ საჩივრდება, სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ერთი მოსამართლის მიერ არსებით განხილვაში შესვლის გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმე რეალურად და სრულფასოვნად არ განხილულა და დასაშვებობის სტადიაზე ეთქვა მას უარი, არა უშავს, ეს საქმე განიხილება რეალურად, სრულფასოვნად და გადაწყვეტილებაც იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს და როგორსაც იმსახურებს ეს საქმე”, – ამბობს ნიკა გვარამია.

მსგავსი თემები