პედოფილიაში მხილებული მამაკაცი, მოზარდს სკოლის ტერიტორიაზეც ავიწროებდა

სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლეც გარყვნილი ქმედების მსხვერპლი გახდა. ადასტურებს, რომ მსგავსი ფაქტი სკოლის მიმებარე ტერიტორიაზე ნამდვილად მოხდა, თუმცა ამის შემდეგ მას შემდეგ გაიგეს, რაც მშობელმა პოლიციას მიმართა.

მშობელმა თქვა, ოღონდ მეორე დღეს გავიგეთ ამ ფაქტის შესახებ და როგორც გავიეგთ მერე, უკვე პოლიცია საქმის კურსში იყო, ჩვენც მანდატურის სამსახური ჩავაყენეთ საქმის კურსში, სოციალური სამსახური, ფსიქოლოგის დახმარებაც შევთავაზეთ ამ ბავშვს. ყველა ეტალი გავიარეთ ისე, როგორც საჭირო იყო. როგორც ვიცით, ის პიროვნება დაკავებულია, დანარჩენი მეტი არაფერი. გოგონა დადიოდა სკოლაში, მეორე დღესაც იყო სკოლაში და არ გაუცდენია. არავინ არაფერი იცოდა, მშობლისგან გავიგეთ ჩვენ ეს ამბავი, – ამბობს სკოლის დირექტორი.

სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 40 წლის მამაკაცია დაკავებული. მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ პიროვნებას ხელბორკილები რუსთავში დაადეს. სავარაუდო მსხვერპლი 12 წლის გოგონაა, რომელიც მეზობელმა მამაკაცმა ჯერ სახლში მიიტყუა, პორნოგრაფიული ვიდეო აჩვენა, შემდეგ კი გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

საქმეზე გამოძიება დაწყებულია. სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა არასწრულწლოვანმაც.

რუსთავში მეზობელმა კაცმა 12 წლის გოგო სახლში აიტყუა

მსგავსი თემები