„დაპირისპირება ჩინეთსა და აშშ-ს შორის, წარმოუდგენელი შედეგია მომტანია“ – ჩინეთის პოზიცია

„ჩინეთი მზადაა იმუშაოს ყველა ქვეყანასთან, რათა ააშენოს ღია, ინკლუზიური, სუფთა და ლამაზი სამყარო ხანგრძლივი მშვიდობის, საყოველთაო უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობისთვის. წინ შეიძლება რთული გზა იყოს გასავლელი, თუმცა, მომავალი ნათელია“ – ასეთია ჩინეთის ხედვა ჩინეთ-ამერიკის ურთიერობებთან დაკავშირებთ.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო მედიასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარიც“ დაესწრო,  ჩინთის პოზიცია უცვლელია.

„ჩვენი პოზიცია არის პრეზიდენტის სი ძინპინის მიერ შემოთავაზებული სამი პრინციპი – ურთიერთპატივისცემა, მშვიდობიანი თანაცხოვრება და მომგებიანი თანამშრომლობა. ისინი წარმოადგენს ჩინეთ-აშშ-ის 50-ზე მეტი წლის გამოცდილებისა და გაკვეთილების განცხადებას. ურთიერთობები და წარმოადგენს დიდ ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების სწორ გზას. ეს ორივე მხარემ უნდა დაიცვას.

ურთიერთქმედება მყარდება მხოლოდ მაშინ, როცა სოციალურ და პოლიტიკურ სისტემებში განსხვავებები პატივს სცემენ და აღიარებენ. მშვიდობიანი თანაცხოვრება არის საფუძველი, რადგან კონფლიქტი და დაპირისპირება ორ დიდ ქვეყანას შორის, როგორიცაა ჩინეთი და აშშ, წარმოუდგენელი შედეგების მომტანია. თანამშრომლობა არის მიზანი, რადგან ერთად მუშაობისას ჩინეთს და აშშ-ს შეუძლიათ გააკეთონ დიდი რამ, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას და მსოფლიოს“ – განაცხადა მინისტრმა ვანგ ი-მ პეკინში.

ეკა გულუა პეკინიდან

მსგავსი თემები