რუსთავში მეზობელმა კაცმა 12 წლის გოგო სახლში აიტყუა

სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 40 წლის მამაკაცია დაკავებული. მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ პიროვნებას ხელბორკილები რუსთავში დაადეს. სავარაუდო მსხვერპლი 12 წლის გოგონაა, რომელიც მეზობელმა მამაკაცმა ჯერ სახლში მიიტყუა, პორნოგრაფიული ვიდეო აჩვენა, შემდეგ კი გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა.

დადგენილია, რომ ძალადობაშიი მხილებული მამაკაცი გოგონას გამუდმებით ავიწროებდა. ერთ-ერთი ფაქტი სკოლასთან მოხდა, როდესაც მოზარდს ფულის სანაცვლოდ მოძალადე გარყვნილი ქმედების განმეორებას სთავაზობდა.

არასრუწლოვანმა მომხდარის შესახებ მშობლებს მოუყვა, რომლებმაც მომხდარი სამართალდამცველებს შეატყობინეს.

მსგავსი თემები