„თურქეთი „ჰამასის“ ლიდერებს მტკიცედ უჭერს მხარს“ – ერდოღანი

თურქეთი „ჰამასის“ ლიდერებს მტკიცედ უჭერს მხარს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„„ჰამასის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას ვერავინ გვაიძულებს. თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ღიად საუბრობს „ჰამასის“ ლიდერებთან და მათ მტკიცედ უჭერს მხარს“, – განაცხადა ერდოღანმა.

ცოტა ხნის წინ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სტალინს, ჰიტლერსა და მუსოლინის , შეადარა ღაზაში არსებულ სიტუაციას კი გენოციდი უწოდა.

 

მსგავსი თემები