„ძლიერი ევროპა ჩინეთის გრძელვადიან ინტერესებშია“ – ჩინეთის საგარეო მინისტრი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ ი-ს განცხადებით, ჩინეთის ინტერსებში შედის გრძელვადიანი თანამშრომლობა ევროპის ქვეყნებთან და ძლიერი ევროპა სწორედ ჩინეთის ინტერესებშია.

„ჩვენ ვიმუშავებთ ყველა ქვეყანასთან, რათა შევქმნათ კონსენსუსი კონფლიქტების დასასრულებლად, რომელიც გზას გაუხსნის სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ვესწრაფვით მდგრადი მშვიდობისა და საერთო უსაფრთხოების სამყაროსკენ.

ჩინეთის, როგორც პარტნიორის, კონკურენტის და სისტემური კონკურენტის ერთდროულად მიწოდება არც რეალობას შეესაბამება და არც სიცოცხლისუნარიანობას. პირიქით, ეს მხოლოდ ყურადღების გაფანტვას იწვევდა და დაბრკოლებებს უქმნიდა ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს. ეს ჰგავს გადასასვლელისკენ მიმავალ გზას და ერთდროულად ჩართული წითელი, ყვითელი და მწვანე შუქი. როგორ შეგიძლიათ მართოთ მანქანა?“ – განაცხადა ვანგ ი-მ საერთაშორისო მედიასთან, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარიც“ ესწრება.

მინისტრის თქმით, ჩინეთი და ევროკავშირი პარტნიორულ ურთიერთობებში უნდა იყვნენ.

„ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში, ორივე მხარე სწორად უნდა დახასიათდეს, როგორც პარტნიორები. იმედი გვაქვს, რომ ჩინეთი-ევროკავშირის ურთიერთობები შეუფერხებლად წარიმართება მწვანე შუქით ყველა გადაკვეთაზე. ძლიერი ევროპა ჩინეთის გრძელვადიან ინტერესებშია. ძლიერი ჩინეთი ასევე შედის ევროპის ფუნდამენტურ ინტერესებში.

სანამ ჩინეთი და ევროპა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაში იქნებიან, ბლოკური დაპირისპირების შექმნის მცდელობა არ იქნება წარმატებული; სანამ ჩინეთი და ევროპა დარჩებიან ღიაობისა და მომგებიანის ერთგული, დეგლობალიზაცია ვერ გაიმარჯვებს“ – განაცხადა მინისტრმა პეკინში, საერთაშორისო მედიასთან შეხვედრისას.

ეკა გულუა პეკინიდან

 

მსგავსი თემები