ირაკლი კობახიძის პირველი მთავრობის სხდომის პარალელურად კანცელარიასთან აქცია იმართება

ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის, პირველი მთავრობის სხდომის პარალელურად კანცელარიასთან საპროტესტო აქცია იმართება. “შევახსენოთ წარსულის ცოდვები ახალ პრემიერს” – ასე ჰქვია აქციას, რომლის ორგანიზატორი მოძრაობა “ნაბიჯია”. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან შეკრებილი  ახალგაზრდები სკანდირებენ სიტყვებს “მონა” და “ირაკლი გავრილოვიჩ”. სტუდენტებს აქციაზე კობახიძე – გავრილოვის ფოტოები აქვთ მიტანილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.  

მეტი...

პირველი ვიცე-პრემიერი დავითაშვილი იქნება, ვიცე-პრემიერები წულუკიანი და ჩიქოვანი – კობახიძე

ახალი პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე მთავრობის პირველ სხდომას ატარებს. მან სხდომა ცვლილებებზე საუბრით დაიწყო: ,,უკვე ცნობილია, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრ – ლევან დავითაშვილს, მას წარმატებები მინდა ვუსურვო. ქალბატონ თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა, ასევე თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება”, – თქვა კობახიძემ.

მეტი...

დაკავებულმა ძმებმა პირზე ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავლაბარში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ადასტურებს, რომ დაკავებულია 2 პირი. უწყება ამბობს, რომ მათ დაზარალებულზე ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი, ძმები: 1987 წელს დაბადებული ე.ბ. და 1985 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს… გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 11 თებერვალს, თბილისში, ნაცნობზე – 1977 წელს დაბადებულ ფ.კ. – ზე მათ შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისსავე…

მეტი...

ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე, ინტერპოლით ძებნილ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

ე.წ ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ ძებნილ პირს, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულ ალბანეთის მოქალაქეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ,,აღნიშნული პირი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი მრავალეპიზოდიანი თაღლითობის და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში იძებნებოდა. ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მაღალ პოზიციას იკავებდა და 50-ზე მეტი პირისგან შემდგარ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ის კლიენტთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციიდან ჩართული იყო ტრანსნაციონალური დანაშაულის ჩასადენად შექმნილი ელექტრონული პროდუქტების და სერვისების მთელი პორტფელის განაწილებასა და შემდგომ მხარდაჭერაში,…

მეტი...

ბათუმში ავტომობილი ქვეითს შეეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა

ბათუმში ავტომობილი ქვეითს შეეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. ინფორმაციას და ფოტომაასალას The Ajara Times ავრცელებს. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს მიღება ევროკავშირსა და ნატო-ში – ორბანი

2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, თუმცა ეს შანსი ხელიდან გაუშვეს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ,,მოსწონთ თუ არა უკრაინელებს, უკრაინა არის იქ, სადაც ის რუკაზეა. საუკეთესო პერსპექტივაა, რომ ის იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის – უსაფრთხოების გარანტიებით, რა თქმა უნდა. თუ ეს ვერ მოხერხდა, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიების დაკარგვას. რუსეთი გაანადგურებს უკრაინას, ისევ და ისევ. რუსეთი არასდროს შეეგუება თავის საზღვრებზე ევროკავშირისა და ნატო-ს ისეთი წევრის ყოლას, როგორიც უკრაინაა”, – ამბობს ორბანი. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთი არასოდეს მიიღებს სერიოზულად…

მეტი...

რესპუბლიკურის ექიმები პრემიერს ღია წერილით მიმართავენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ხელმოწერებს სპეციალურ მიმართვას დაურთავენ და  პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში გადააგზავნიან. ექიმები ვარაუდობენ, რომ მათ არგუმენტებს ირაკლი კობახიძე გაიგებს და ჯანდაცვის სამინისტროს შენობის დემონტაჟს გადააფიქრებინებს.

მეტი...

,,ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი” – გახარია პრეზიდენტის ინიციატივაზე

,,ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი”, – ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია პრეზიდენტის ინიციატივას, შეიქმნას მომავლის ქარტია – “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”. ,,ვაფასებთ ყველაფერს იმას, რასაც ქალბატონი სალომე აკეთებს, განსაკუთრებით ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივის დაახლოების კონტექსტში და კიდევ უფრო მეტად ვაფასებთ იმ შესაძლებლობებს და რესურს, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს და ქალბატონ სალომეს გააჩნია არჩევნების დაცვის თვალსაზრისით”, – ამბობს გახარია. როგორც მან აღნიშნა, ბუნდოვანია ამ ფორმატის და პლატფორმის მიზანი. ,,ჩემი აზრით, ეს არის სპეციალურად გაკეთებული იმისთვის, რომ სივრცეა სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისთვის დატოვებული როგორც პოლიტიკური, ასე სხვადასხვა. ამ პლატფორმაში წარმოდგენილი იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავის…

მეტი...

ლოიდ ოსტინი ისევ ჰოსპიტალიზებულია

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, კვლავ ჰოსპიტალიზებულია. პენტაგონის ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლი ინფორმირებულია. ამ დროისთვის უცნობია რამდენ ხანს დარჩება ოსტინი საავადმყოფოში. მის მოვალეობებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კეტლინ ჰიქსი ასრულებს. ,,თავდაცვის მინისტრი უოლტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს სიმპტომებით, რომლებიც მიუთითებენ შარდის ბუშტის პრობლემაზე. ის ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობა უტარდება”, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.  

მეტი...

ავლაბარში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავლაბარში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 თებერვალს, ავლაბარში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

მეტი...

+22 გრადუსი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

15 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით…

მეტი...