პირველი ვიცე-პრემიერი დავითაშვილი იქნება, ვიცე-პრემიერები წულუკიანი და ჩიქოვანი – კობახიძე

ახალი პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე მთავრობის პირველ სხდომას ატარებს. მან სხდომა ცვლილებებზე საუბრით დაიწყო:

,,უკვე ცნობილია, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრ – ლევან დავითაშვილს, მას წარმატებები მინდა ვუსურვო. ქალბატონ თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა, ასევე თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება”, – თქვა კობახიძემ.

მსგავსი თემები