ლოიდ ოსტინი ისევ ჰოსპიტალიზებულია

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, კვლავ ჰოსპიტალიზებულია. პენტაგონის ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლი ინფორმირებულია.

ამ დროისთვის უცნობია რამდენ ხანს დარჩება ოსტინი საავადმყოფოში. მის მოვალეობებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კეტლინ ჰიქსი ასრულებს.

,,თავდაცვის მინისტრი უოლტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს სიმპტომებით, რომლებიც მიუთითებენ შარდის ბუშტის პრობლემაზე. ის ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობა უტარდება”, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები