ავლაბარში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავლაბარში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 თებერვალს, ავლაბარში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

მსგავსი თემები