,,ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი” – გახარია პრეზიდენტის ინიციატივაზე

,,ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი”, – ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია პრეზიდენტის ინიციატივას, შეიქმნას მომავლის ქარტია – “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”.

,,ვაფასებთ ყველაფერს იმას, რასაც ქალბატონი სალომე აკეთებს, განსაკუთრებით ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივის დაახლოების კონტექსტში და კიდევ უფრო მეტად ვაფასებთ იმ შესაძლებლობებს და რესურს, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს და ქალბატონ სალომეს გააჩნია არჩევნების დაცვის თვალსაზრისით”, – ამბობს გახარია.

როგორც მან აღნიშნა, ბუნდოვანია ამ ფორმატის და პლატფორმის მიზანი.

,,ჩემი აზრით, ეს არის სპეციალურად გაკეთებული იმისთვის, რომ სივრცეა სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისთვის დატოვებული როგორც პოლიტიკური, ასე სხვადასხვა. ამ პლატფორმაში წარმოდგენილი იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე კანდიდატის სტატუსთან მიმართებით აბსოლუტურად ჩვენთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებდნენ მოლაპარაკებების დროს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, სხვადასხვა თვალსაზრისით, მე არ ვარ დარწმუნებული ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ასე იქცეოდნენ, რა მიზნით გამოიყენებენ მსგავს პლატფორმებს. ჩვენ არანაირი პრობლემა პრეზიდენტის ინიციატივებთან  არ გვაქვს და იმ შემთხვევაში, თუ აქედან რაღაც ხელშესახები ან პოზიტიური გამოვა, ხელის მოწერას წინ არაფერი არ უდგას”, – ამბობს გახარია.

მსგავსი თემები