ირაკლი კობახიძის პირველი მთავრობის სხდომის პარალელურად კანცელარიასთან აქცია იმართება

ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის, პირველი მთავრობის სხდომის პარალელურად კანცელარიასთან საპროტესტო აქცია იმართება. “შევახსენოთ წარსულის ცოდვები ახალ პრემიერს” – ასე ჰქვია აქციას, რომლის ორგანიზატორი მოძრაობა “ნაბიჯია”.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან შეკრებილი  ახალგაზრდები სკანდირებენ სიტყვებს “მონა” და “ირაკლი გავრილოვიჩ”. სტუდენტებს აქციაზე კობახიძე – გავრილოვის ფოტოები აქვთ მიტანილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

 

მსგავსი თემები