2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს მიღება ევროკავშირსა და ნატო-ში – ორბანი

2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, თუმცა ეს შანსი ხელიდან გაუშვეს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

,,მოსწონთ თუ არა უკრაინელებს, უკრაინა არის იქ, სადაც ის რუკაზეა. საუკეთესო პერსპექტივაა, რომ ის იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის – უსაფრთხოების გარანტიებით, რა თქმა უნდა. თუ ეს ვერ მოხერხდა, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიების დაკარგვას.

რუსეთი გაანადგურებს უკრაინას, ისევ და ისევ. რუსეთი არასდროს შეეგუება თავის საზღვრებზე ევროკავშირისა და ნატო-ს ისეთი წევრის ყოლას, როგორიც უკრაინაა”, – ამბობს ორბანი.

მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთი არასოდეს მიიღებს სერიოზულად უკრაინას, როგორც პარტნიორს მოლაპარაკებებში – “მხოლოდ აშშ და შესაძლოა ევროკავშირი”.

,,ჩვენ ევროპელები არ ვართ საკმარისად ძლიერები, რომ რუსებმა სერიოზულად მიგვიღონ” – ამბობს ორბანი და აღნიშნავს, რომ რუსეთის ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება. მისი თქმით, აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და ისეთი სიტუაციის შექმნა, რომელშიც შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების წარმართვა.

მსგავსი თემები