„არ ვაპირებ დროის დახარჯვას სულელურ იდეებზე” – ჯოზეფ ბორელი დონალდ ტრამპის განცხადებაზე

„არ ვაპირებ დროის დახარჯვას იმ სულელურ იდეებზე, რომლებიც აშშ-ის საარჩევნო კამპანიისას მოუვა ვინმეს თავში”, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა და გამოეხმაურა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას.

„ნება მომეცით, ვიყო სარკასტული. ამ საარჩევნო კამპანიისას ჩვენ ბევრ რამეს ვიხილავთ და მოვისმენთ. მოდით, ვიყოთ სერიოზულები – NATO არ შეიძლება იყოს მენიუს პრინციპით მოქმედი სამხედრო ალიანსი, რომელიც იმოქმედებს იმის მიხედვით, როგორი განწყობა ექნება პრეზიდენტს, კონკრეტულ დღეებში. ასე არ ხდება, დღეს – კი, ხვალ – არა. მოდით ვიყოთ სერიოზულები, მე არ ვაპირებ ჩემი დროის დახარჯვას იმ სულელურ იდეებზე, რომლებიც აშშ-ის საარჩევნო კამპანიისას მოუვა ვინმეს თავში” – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ არ შეაკავებდა რუსეთის თავდასხმას NATO-ს იმ მოკავშირეებზე, რომლებიც ალიანსის წესდებით განსაზღვრულ სამხედრო დანახარჯების ნიშნულს ჩამორჩებიან.

მსგავსი თემები