,,უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი, გაიცემა კომპენსაციებიც” – ირაკლი კობახიძე სტიქიაზე

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძის ცნობით, გასულ კვირას სტიქიის ზონებში, ასეულობით სოფელში, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგენილია, გაწმენდილია საავტომობილო გზები.

“დაახლოებით 400 საცხოვრებელი სახლი იყო დატბორილი, საიდანაც 300-ზე მეტ შემთხვევაში დასრულდა უკვე ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. ასევე, შეფასდა ზარალი. მზადდება სათანადო დოკუმენტაცია იმისთვის, რომ გაიცეს კომპენსაციები, ანაზღაურება, შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი თანხები და რესურსები”, – განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე და სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

მსგავსი თემები