„ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან კავშირის ნორმალიზაციისთვის” – მიხაილ გალუზინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ სამთავრობო მედიასთან განაცხადა, რომ აპირებენ გააგრძელონ მუშაობა საქართველოსთან კავშირის ნორმალიზაციისთვის.

„როგორც ცნობილია, დიპლომატიური ურთიერთობები სააკაშვილის რეჟიმმა 2008 წელს გაწყვიტა. სამწუხაროდ მათი აღდგენის შესაძლებლობა ექვემდებარება პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რეგიონის ახალ რეალობას. ჩვენი მხრივ, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან კავშირის ნორმალიზაციისთვის” – განაცხადა გალუზინმა.

მსგავსი თემები