სალომე ზურაბიშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს 9 თებერვალს ოფიციალური წერილით მიულოცა არჩევა – ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლების პროპაგანდისა და ბრალდებების პასუხად აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა. მათივე ცნობით, წერილი 9 თებერვლით თარიღდება.

ცნობისთვის, დილიდან “ოცნება” საქართველოს პრეზიდენტს ახალ ბრალდებებს უყენებს, რომ მან ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა. მათი შეფასებით, პრეზიდენტის ეს ქმედება მეზობლურ ურთიერთობებს აზიანებს. კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით კი ეს “პოლიტიკური სიბეცეა”.

მსგავსი თემები