ანექსირებული ყირიმიდან დროებით ოკუპირებულ ცხინვალში სამგზავრო ავტობუსი ივლის

ანექსირებული ყირიმიდან დროებით ოკუპირებულ ცხინვალში საერთაშორისო სამგზავრო ავტობუსი ივლის. ინფორმაციას დროებით ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ტრანსპორტის მინისტრი, ნიკოლაი ლუკაშენკო ავრცელებს.

,,ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სამხრეთ ოსეთთან ავტობუსით კომუნიკაცია. მარშრუტის გახსნას საკურორტო სეზონის დასაწყისისთვის ვგეგმავთ, წლის ბოლომდე აუცილებლად გაიხსნება”, – თქვა ლუკაშენკომ.

უკრაინის დროებით ოკუპირებული ქალაქ იალტადან, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ავტობუსები კვირაში 3-ჯერ ივლის. მარშრუტი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს დახმარებით შედგება.

მსგავსი თემები