ფილიპინებზე, მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 68-ს მიაღწია

BBC-ის ცნობით, ფილიპინებზე, დავაო-დე-ოროს პროვინციაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 68-ს მიაღწია.

როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, მაშველები არ მალავენ, რომ დაკარგული 51 ადამიანის ცოცხლად პოვნის იმედი აღარ არის.

ცნობისთვის, ფილიპინებზე მეწყერი  7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა.

მსგავსი თემები