რუსეთმა ბრიტანელებს სანქცია დაუწესა

რუსეთი ბრიტანეთის 18 მოქალაქეს სანქციებს უწესებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, კრემლში, ლონდონის კონფრონტაციული კურსის საპასუხოდ მიიღეს.

„ლონდონის მუდმივი კონფრონტაციული კურსის პასუხად, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყნის დემონიზაციის მცდელობა მიმდინარეობს, აქტიურად იგება ანტირუსული ნარატივები საერთაშორისო ასპარეზზე მოსკოვის გავლენის შესამცირებლად და კიევის ნეონაცისტური რეჟიმისთვის იარაღის მიწოდება გრძელდება.  მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთის „სტოპ-ლისტში“ დიდი ბრიტანეთის სამხედრო-პოლიტიკური ისტებლიშმენტის და სამეცნიერო და აკადემიური საზოგადოების არაერთი ფიგურის შეყვანის შესახებ“, – აცხადებენ  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სანქცირებულთა შორის არიან:  არიან გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯეიმს კარტლიჯი; წყალქვეშა ძალების მეთაური საიმონ ასკითი; ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი დასავლეთ ბალკანეთის საკითხებში სტიუარტ პიჩი; ინგლისელი პარლამენტარი; პრემიერ-მინისტრის მრჩევლის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სარა მაკინტოში და სხვები.

 

მსგავსი თემები