დასავლეთ შვედეთის ქალაქ გოტენბურგში მდებარე გასართობ პარკში ხანძარი გაჩნდა – შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.
ცნობილია, რომ გასართობ პარკში ხანძრის დროს სტუმრები არ იმყოფებოდნენ.
სამაშველო სამსახურების ცნობით, ცეცხლი შენობის გარეთ ერთ-ერთ წყალგამტარზე გაჩნდა და შემდეგ მთელ შენობაზე გავრცელდა.
ახლომდებარე სასტუმროდან და შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.