კომპრომისები არ იქნება, ყველაფერს შევისწავლით – თავდაცვის მინისტრი

კომპრომისები არ იქნება, ყველაფერს შევისწავლით, – ამის შესახებ, თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ პოსტზე მისი პრიორიტეტი ჯარისკაცები იქნებიან და არც კვების და არც უზრუნველყოფის სხვა ნაწილში კომპრომისი არ იქნება.

,,ეს ჩემი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ვიყო სრულად ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით თუ რა შესყიდვები ხორციელდება თავდაცვის სამინისტროში და როგორია ფინანსური მთლიანად სექტორის და სისტემის. პირობას გაძლევთ, რომ კომპრომისი არ იქნება არცერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, რომ კომპრომისი გაწიოს ჯარისკაცების ხარჯზე. ეს არ იქნება. არავითარ შემთხვევაში არც კვებით ნაწილში, არც სხვა უზრუნველყოფის ნაწილში კომპრომისი ნამდვილად არ იქნება. თუ არის რამე პრობლემა, გადაჭრის გზა იქნებოდა მენეჯმენტის გაუმჯობესება, ხოლო რა არის გასაანალიზირებელი, რა თქმა უნდა, ალბათ, აუდიტის სამსახურიც იქნებოდა ადეკვატური, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაზე ჯერ-ჯერობით მე ვერ ვისაუბრებ. ასეთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია გუნდში”, – თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები