ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისგან თავშეკავება, პოლიტიკური სიბეცეა – წულუკიანი ზურაბიშვილზე

ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისგან თავშეკავება, პოლიტიკური სიბეცეა, – ამბობს თეა წულუკიანი სამთავრობო მედიის შეკითხვაზე, რატომ არ ულოცავს სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე, ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვებას.

,,საქართველოს პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისგან თავშეკავებას, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის. შევახსენებთ ჩვენს პრეზიდენტს, ეს ის რეგიონია, სადაც გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები არის გაზრდილი ბოლო წლებში, რომ საქართველოს მთავრობა დღენიადაგ იმისთვის ზრუნავს, რომ ეს რისკები დააზღვიოს და ამის ფონზე, პრეზიდენტი, რომელიც არის მთავარსარდალი, თავს იკავებს მიულოცოს ჩვენს მეზობელ, პარტნიორ, მეგობარი სახელმწიფოს მეთაურს არჩევნებში გამარჯვება.

ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ეს კიდევ არაუშავს. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ე.წ. პატრონებისგან, მე ვფიქრობ, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე და მისი მიზანი უნდა იყოს როგორც პრეზიდენტმა დააზღვიოს ჩვენი ქვეყნის საფრთხეები წინასწარ, იქონიოს მაქსიმალურად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ისეთ საუკეთესო მეზობლებთან, რომელთა შორის არის აზერბაიჯანი, არამედ პირიქით, რომ უფრო მეტი რისკი იყოს ამ ქვეყანაში… როგორც ჩანს ეს არის მისი მიზანი”, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი თემები