პრეზიდენტის ადმინისტრაცია ალიევისთვის გაგზავნილ მისალოც წერილს აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილს აქვეყნებს, რომელიც მან ილჰამ ალიევს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაუგზავნა. წერილი 2024 წლის 9 თებერვლით თარიღდება.

,,თქვენო აღმატებულებავ,
ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებასა და გამარჯვებას თქვენი ქვეყნის სამსახურში და აზერბაიჯანელი ხალხის კეთილდღეობისათვის დაუღალავ ბრძოლაში.

ღრმად მწამს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ახალ სიმაღლეებზე ავიყვანთ ჩვენი ორი მოძმე ქვეყნის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას, რითაც მეტად გავაძლიერებთ საქართველოსა და აზერბაიჯანის როლს რეგიონის სტაბილურობის და განვითარების კუთხით.

თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას და გისურვებთ წარმატებულ მოღვაწეობას, ხოლო აზერბაიჯანელ ხალხს – მშვოდობასა და კეთილდღეობას”, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის წერილში.

მსგავსი თემები