„ქართულ ოცნებას“ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა აქვს – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მმართველ პარტიას “რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა აქვს”.

მამუკა მდინარაძემ დღეს ქართველ ჟურნალისტებს უსაყვედურა და თქვა, რომ ისინი “რუსულ პრესას არიან ჩაბჟირებულები”:

,,დღე და ღამე გადართულები ხართ, რუსული პრესა რას იტყვის. ჩაბჟირებულები ხართ რუსულ პრესას და დღე და ღამე ეცნობით, იქნებ რაიმე ისეთი წამოსცდეთ, ნარატივი გაქვთ ასეთი. მეორე შემთხვევაში, თუ რაღაცას იტყვიან სიმართლეს – პრაგმატული პოლიტიკა აქვს „ქართულ ოცნებას“ – დიახ, აქვს”, – ამბობს მდინარაძე.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთი, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც, აპირებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა გააგრძელოს.

მსგავსი თემები