პარლამენტი ძაღლებსა და კატებთან დაკავშირებით კანონპროექტზე მუშაობს

ძაღლების და კატების მოკვლევადობის ციფრული სისტემა შეიქმნება, რომელიც ეტაპობრივად შევა ძალაში. ციფრული პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ყველა სუბიექტისათვის, ვეტერინარიული კლინიკისათვის, თავშესაფრისა თუ სასტუმროსთვის.

კანონპროექტის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საუბრობს.

„იმ მეპატრონეებისთვის, რომლებიც ძაღლებს ქუჩაში გაყრიან, სანქციები ძალიან მაღალია. გამრავლების კონტროლი იქნება ძალიან მკაცრი, ყველას აღარ ექნება გამრავლების უფლება. ამისთვის დამატებითი რეგისტრაციის გავლა იქნება საჭირო. არის კიდევ ძალიან ბევრის სხვა რეგულაცია. მათ შორის ჩვენ გვქონდა ფინანსთა სამინისტროსთან კომუნიკაცია, თანხები უნდა გამოიყოს მუნიციპალიტეტებისთვის, როგორც თავშესაფრების მშენებლობისთვის, ასევე სტერილიზაცია-კასტრაციის პროცედურების განხორციელებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ სწრაფად უნდა დაიწყოს ცხოველების რეგისტრაცია“, – აღნიშნა ბითაძემ.

მსგავსი თემები