ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პასუხის გაცემას დღეს დაიწყებენ

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებებზე იერიშები განახორციელა. როგორც ჯო ბაიდენი აცხადებს ეს არის პასუხი და მის მიერ გაცემული ბრძანების აღსრულება იწყება.

„პასუხის გაცემა დაიწყო.  ამერიკის შეერთებულ შტატებს კონფლიქტის დაწყება არც ახლო აღმოსავლეთში და არც მსოფლიოს სხვა ნაწილში სურს, თუმცა, ამერიკელებზე განხორციელებული თავდასხმები უპასუხოდ ვერ დარჩება. იორდანიაში ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების გაშვებული დრონის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამაზე პასუხი იქნება“ – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები