ჩინეთმა და ნაურუმ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს

ჩინეთსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები განახლდა. აღნიშნულის შესახებ შეთანხმება ორ ქვეყანას შორის გასულ კვირას შედგა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ და ნაურუს საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა ლიონელ აინგიმეამ მოლაპარაკებები პეკინში  გამართეს  და ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს ხალხებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. ჩინეთის რესპუბლიკა და ნაურუს რესპუბლიკა დიპლომატიურ ურთიერთობებს  ელჩების დონეზე აღადგენს.

 

მსგავსი თემები