დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საავადმყოფოში გადაიყვანეს. უცნობია რამდენ ხანს დაჰყოფს მონარქი სამედიცინო დაწესებულებაში.
სამეფო სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩარლზმა შეგნებულად გაასაჯაროვა თავისი მკურნალობის ისტორია, რომ მის მაგალითს სხვა მამაკაცებმაც მიბაძონ და შემოწმება დროულად გაიარონ. მისი ავადმყოფობის მიზეზი პროსტატის ადენომა გახდა.
რამდენიმე დღის წინ იმავე საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა უელსის პრინცესა კეიტს.