,,გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად მივესალმოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრს”- პაველ ჰერჩინსკი

ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად მივესალმოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრს. ასე რომ, მუშაობა უნდა დაჩქარდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში წევრობის მოპოვება ხანგრძლივი და რთული პროცესია, მაგრამ არა აუცილებლად ხანგრძლივი პროცესი, როდესაც საქმე ეხება ვადებს.

„ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად განახორციელებს საქართველო რეფორმებს. რეფორმები დასახული არ არის ბრიუსელის ან ვინმეს მოსაწონად, ისინი გამოიკვეთა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, სტაბილური, დემოკრატიული ქვეყანა. ამიტომ, თავად საქართველოს ინტერესშია, განახორციელოს რეფორმები და იყოს მზად ევროკავშირში შესასვლელად. საქართველომ უნდა განახორციელოს რეფორმები, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუმზადებლობის შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანების ყველა სარგებელი ვერ იქნება რეალიზებული. ასე რომ, ყველა რეფორმა აბსოლუტურად აუცილებელია.

ჩვენ გვინდა, საქართველო ვიხილოთ ძლიერი, სტაბილური ქვეყანა ძალიან ძლიერი, კარგად მომუშავე პროფესიული ინსტიტუტებით. გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად მივესალმოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრს. ასე რომ, მუშაობა უნდა დაჩქარდეს. ჩვენ, როგორც ევროკავშირის დელეგაცია თბილისში, მზად ვართ დახმარებისთვის ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით. ინტენსიური კონტაქტები გრძელდება ბრიუსელში შესაბამის ორგანოებსა და კოლეგებს შორის,”- განაცხადა ელჩმა.

მსგავსი თემები