ჰააგის სასამართლო   ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ სამხრეთ აფრიკის მოთხოვნას არ დაეთანხმა

ჰააგის სასამართლო სამხრეთ აფრიკის მოთხოვნას ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ არ დაეთანხმა.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ ღაზის სექტორში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობა შესაძლოა, უფრო მეტად გაუარესდეს, ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებს გამოიტანს“, – განაცხადა მოსამართლე ჯოან დონოგიუმ.

17 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ  უმრავლესობით დაადგინა, რომ ისრაელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა თავიდან აიცილოს გენოციდური მოქმედებები.

,,სასამართლო აღნიშნავს, რომ სამხედრო ოპერაციას, რომელსაც ისრაელი ახორციელებს, 2023 წლის შვიდი ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, დაღუპულებისა და დაშავებულების დიდი რაოდენობა, ასევე სახლების მასიური განადგურება მოჰყვა“, – აღნიშნა მოსამართლე ჯოან დონოგიუმ.

მსგავსი თემები