„მე გავაუქმე ავტომობილის ტექდათვალიერება“ – სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, ტექდათვალიერება სავალდებულო არ უნდა იყოს.

„თავის დროზე, მე გავაუქმე ავტომობილების ტექდათვალიერება და ახლაც ვაპირებ, რომ ხელი შევუწყო აუცილებელი ტექდათვალიერების გაუქმებას. უნდა დავტოვოთ მხოლოდ ნებაყოფლობითი ტექდათვალიერება და მისი წახალისების მიზნით, ისიც უფასოდაა გასაკეთებელი.

ასევე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები მთავრობამ მკვეთრად გაზარდა, ყველგან კამერები აყენია და ძალიან ხშირად და დიდი თანხებით აჯარიმებენ. ჯარიმები მინიმუმ 10-ჯერაა შესამცირებელი. ეს არის საბიუჯეტო ყაჩაღობა, რომელიც დასასრულებელია”, – წერს სააკაშვილი.

მსგავსი თემები