ლაშა ხუციშვილის თქმით, მებაჟე-ოფიცრებს სანქციების გვერდის ავლის 1 770 მცდელობა აქვთ აღკვეთილი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მებაჟე-ოფიცრებს სანქციების გვერდის ავლით საქართველოში ტვირთის შემოტანის ასეულობით მცდელობა აქვთ აღკვეთილი. მისივე თქმით, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებულია უარის თქმის 1 770 შემთხვევა.

“სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1 770 შემთხვევა. დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მსგავსი თემები