გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

დახმარების პაკეტში შედის:

IRIS-T SLM საშუალო მოქმედების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები და Gepard-ის საზენიტო იარაღი;
საარტილერიო სისტემები და 230 ათასზე მეტი ჭურვი;
80-ზე მეტი Leopard 1 A5 ტანკი;
ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანები;
450 ჯავშანმანქანა;
საინჟინრო მანქანები; განაღმვისთვის საჭირო სისტემები;
დრონები;
სარადარო და სადაზვერვო სისტემები.

გარდა ამისა, 2024 წელს გერმანია გეგმავს 10 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის მომზადებას.

მსგავსი თემები