,,ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, მომავალ კვირას უკრაინის დახმარებას დაამტკიცებენ” – ედგარ რინკევიჩი

ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, მომავალ კვირას უკრაინის დახმარებას დაამტკიცებენ.

,,ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, მომავალ კვირას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარებას დაამტკიცებენ. კიევის შესახებ შეთანხმება მოიცავს ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის თანხმობას. ერთადერთი რამ, რაც ძალიან ნათელია, არის ის, რომ უკრაინას ეს თანხა სჭირდება, უკრაინამ ეს თანხა უნდა მიიღოს და ევროკავშირმა ეს უნდა უზრუნველყოს”, – აცხადებს რინკევიჩი.

 

მსგავსი თემები