რესპუბლიკურის მედპერსონალი 15:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან იკრიბება

დღეს, 15:00 საათზე ექიმები რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილებას, ჯანდაცვის სამინისტროსთან გააპროტესტებენ. ცნობილია, რომ აქციის პარალელურად ჯანდაცვის მინისტრმა მედიკოსებთან შეხვედრა დაგეგმა. ექიმები ამბობენ, რომ მინისტრს არ შეხვდებიან, რადგან მათთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, გაუქმდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება.

„ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, იმიტომ, რომ შემდეგი აქცია გაიმართება კანცელარიასთან, იმიტომ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებაა ეს და მთავრობამ უნდა გამოასწოროს თავისი შეცდომა. 15:00 საათზე მინისტრთან შეხვედრა გამორიცხულია. საერთოდ რატომ შემოგვთავაზა, როცა იცოდა, რომ აქცია იყო 3 საათზე. მე არ მინდა მკვეთრი სიტყვა ვთქვა. შეხვედრაზე არასდროს უარს არ ვამბობთ, მაგრამ შეხვედრას უნდა ჰქონდეს აზრი. მინისტრთან შეხვედრას დავთანხმდებით იმ შემთხვევაში, თუ გააუქმებენ რეორგანიზაციის ბრძანებას…” – განაცხადა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მსგავსი თემები