ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ შეცვლის

სამედიცინო პერსონალის საპროტესტო აქციის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სეცვლას არ აპირებს. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახლი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური, საუნივერსიტეტო კლინიკა აშენდება.

“რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის სურვილი საჯაროდ დააფიქსირეს, რაზეც მინისტრმა მზაობა გუშინვე განაცხადა. შეხვედრის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია კლინიკის თანამშრომლებს, თუმცა დღეს მათ პოზიციები შეცვალეს და შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით უცვლელია – რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება ახლი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური, საუნივერსიტეტო კლინიკა“ – განმარტავს ილია ღუდუშაური.

შეგახსენებთ, რომ მედპერსონალმა დღეს, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართა.

 

მსგავსი თემები