რუსეთმა მწერალი ბორის აკუნინი ძებნილთა სიაში შეიყვანა

ლონდონში მცხოვრებ რუს მწერალ ბორის აკუნინიზე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა. ძებნილთა სიაში მისი სახელი და გვარი 26 იანვარს გამოჩნდა.

18 დეკემბერს ბორის აკუნინი საფინანსო სადამკვირვებლო ორგანო “როსფინმონიტორინგმა” ტერორისტთა და ექსტრემისტთა სიაში, ხოლო იუსტიციის სამინისტრომ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში შეიყვანა.

მსგავსი თემები