თსუ-ში სტუდენტთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეთა ნაწილი უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბა, ნაწილმა კი უნივერსიტეტის კანცელარიის ოთახი დაიკავა.

აქციის მონაწილეები კეკელიძის ქუჩაზე, ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას  დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდათ.

მსგავსი თემები