,,ჩვენი ძირითადი მოთხოვნა რჩება უცვლელი”- რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ჯანდაცვლის სამინისტროსთან აქციას მართავენ. ექიმების მთავარი მოთხოვნა უცვლელი რჩება.

აქციაზე შეკრებილები რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ. მათი განცხადებით, მინისტრთან შეხვედრას არ აპირებენ.

,,ამ ეტაპზე არ ვაპირებთ ( მინისტრთან შეხვედრას), იმიტომ, რომ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა დღეს არის რესპუბლიკურის ნგრევის გადაწყვეტილების შეჩერება ან გაუქმება და მხოლოდ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩვენ ვიფიქრებთ მინისტრთან ან სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე. ანუ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა რჩება უცვლელი: გაუქმდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს სრულიად უსაფუძვლო, სამარცხვინო, ნგრევის გადაწყვეტილება,” – აცხადებს მაია სულაქველიძე.

ზურაბ აზარაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდეს და მათ კითხვებს უპასუხოს

 

მსგავსი თემები