პრეზიდენტი წუხს, რომ სომხეთის პრეზიდენტი მას არ შეახვედრეს

საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი განცხადებს ავრცელებს. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, მას არ ეძლევს შესაძლებლობა, შეხვდეს და უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს.

„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.

ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ”, – წერს ზურაბიშვილი.

 

მსგავსი თემები