ირაკლი კობახიძეს, როგორც არასდროს, ისე ექნება მთელი გუნდის და მომხრეების მხარდაჭერა – ირაკლი ზარქუა

ირაკლი კობახიძეს, როგორც არასდროს, ისე ექნება მთელი გუნდის და მომხრეების მხარდაჭერა – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ამაყები არიან, რომ საპარლამენტო წიაღიდან ხდება პრემიერის წარდგენა.

,,ამაყები ვართ, რომ ჩვენი საპარლამენტო წიაღიდან ხდება პრემიერის წარდგენა. ამას რატომ დაერქვა ისტორიული, იცით? – აქამდე არასდროს არ ყოფილა, ჩვენ ხომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და შესაბამისად, ეს ორმაგად სასიხარულოა. ასე რომ, ირაკლის, როგორც არასდროს, ისე ექნება მთელი გუნდის და მომხრეების მხარდაჭერა. რაც შეეხება, თავად გადადგომას, რატომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, მშვენივრად ახსნა და კომენტარს არ იმსახურებს. რაც შეეხება, მეორე ნაწილს. სუსტი რგოლი, ჩემი აზრით, არ არსებობს, რადგან მთელი  სამინისტროების მუშაობის შედეგი იყოს ეს კანდიდატის სტატუსი, რომელიც ევროპამ შეაფასა მაღალ დონეზე. ეს ნიშნავს, რომ ყველა უწყებამ თავისი ის მოთხოვნილი კრიტერიუმებიო ზედმიწევნით შეასრულა და დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი”, – აცხადებს ზარქუა.

მსგავსი თემები