დონალდ ტუსკი პოლონეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ პარლამენტი მის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს არ მიიღებს.

„პრეზიდენტ დუდას თუ სურს, როგორმე ხელი შეუშალოს მთავრობას ხალხისთვის ფულის გადახდაში, მაშინ ალბათ მე და ჩემი კოალიციური პარტნიორები გადავწყვეტთ, დაუყოვნებლივ შევამციროთ პარლამენტის ვადა და დავნიშნოთ ახალი არჩევნები“, – განაცხადა ტუსკმა.

მსგავსი თემები