,,სააკაშვილმა წასვლის წინ არევა დაიწყო, დავით ბაქრაძე პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს, მიშა კი, საერთაშორისო ორგანიზაციებს საშინელებებს ეუბნებოდა მასზე”- ჩერგოლეიშვილი

მიხეილ სააკაშვილმა წასვლის წინ ეგრევე არევა დაიწყო. საპრეზიდენტო არჩევნები მოდიოდა ბაქრაძეს პრეზიდენტობაზე უნდა ეყარა კენჭი, სააკაშვილი საშინლად იქცეოდა, საერთაშორიო ორგანიზაციებს საშინელებებს ეუბნებოდა ბაქრაძეზე, საოცარ უპატივცემულობას გამოხატავდა, – ამის შესახებ თამარ ჩეგიოლეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბრაზობდა ამაზე, რომ დავით ბაქრაძე იყრიდა კენჭს.

„მიშა თავიდან ბოლომდე გვანჯღრევდა, აჩენდა კონფლიქტის კერებს, ეჭვიანობდა, არ უნდოდა, რომ პარტია ხელიდან გასხლეტვოდა. ხელიდან გასხლეტვაში რას ხედავდა იცით? – წესებზე თუ იქნება აწყობილი პარტია, მაგ წესებით თავად დაკარგავს კონტროლს. ვინმე კი არ ეუბნებოდა, რომ არ იყო პარტიაში, წადი პარტიიდან ან არ ჩაერიო, უბრალოდ წესებს დაემორჩილე. მე ვარ წესი, მე ვარ პარტია და მე თუ არ ვიქნები, ქვა ქვაზე არ ყოფილა, ამ მოდალობაში იყო. ამას რომ ადამიანი უყურებს, მით უმეტეს ახალი შემოსული პოლიტიკაში, რთული გადასატანია. მიშას თავისი წონა აქვს, იქიდან გიჟობს პარტიაში, ეს ამბები ხდება და მოვიდა 2015 წელი“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მსგავსი თემები