ვის განიხილავს ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად?

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, ორ კანდიდატს განიხილავს.

„ეკონომისტის“ ცნობით, ზელენსკიმ ზალუჟნის განუცხადა, რომ მის გადაყენებას აპირებდა და მას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობა შესთავაზა, რაზეც ზალუჟნიმ უარი განაცხად.

გამოცემა წერს, რომ ზალუჟნის თანამდებობაზე ორი გენერალი  – უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრ სირსკი და დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი განიხილება.

 

მსგავსი თემები