დღეს „ნაცებს“ და ჩემს ბაჯაღლო „ხაბეს“ წლისთავი აქვთ, რა ბედოვლათიც იყო, ის არის ახლაც – ირაკლი ზარქუა

დღეს „ნაცებს“ წლისთავი აქვთ, ჩემს ბაჯაღლო „ხაბეს“. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავის პარტიაში რამეთუ მელია ჩამოაგდო, გააერთიანა ჩვენი ქვეყნის მთელი „სანაცეთი“. ამ ძლევამოსილი არმიით შემდეგ შეუტია და დაიხსნა თავისი ბელადი – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის ერთწლიან საქმიანობას.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი ”მანამდე რა ბედოვლათიც იყო, ის არის ახლაც.”

„რა უნდა გაეკეთებინა? მანამდე რა ბედოვლათიც იყო, ის არის ახლაც. იმდენად სამარცხვინო შედეგებით არის, რომ უკვე მისი ტელევიზიაც კი ემიჯნება. გახსოვთ, „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ვინც არის, ჩემს გარემოცვაში ყველა დასცინისო. აი, ეს მიიღეს. მე კი არ დავცინი, ფიზიკურად ან პიროვნულად. არა, ოქროს გული აქვს, მაგრამ პოლიტიკურად ამ პარტიის ღირსეული თავმჯდომარეა“, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები