თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერმინისტრი, ეს იქნება ისტორიული მომენტი ქართული დემოკრატიისთვის – პაპუაშვილი

“იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერმინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი ქართული დემოკრატიისთვის,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ხვალ პოლიტსაბჭოზე იქნება განხილული.

“რაც შეეხება ახალ პრემიერმინისტრს, კანდიდატურა ხვალ პოლიტსაბჭოზე იქნება განხილული, რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძე არის ის კანდიდატურა, რომელზეც მსჯელობს პარტია და აქაც მნიშვნელოვანია ერთ რამეს გაესვას ხაზი, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერმინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი. სხვა კანდიდატურა არ განიხილება. ისტორიული მომენტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის, ვინაიდან პირველად, მას შემდეგ რაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე, პრემიერმინისტრი წამოვა რეალურად საპარლამენტო წიაღიდან და ეს არის პრინციპში მიზანი და იდეა საპარლამენტო დემოკრატიისა”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები