,,უკრაინას ეწურება იარაღი თავისი ქალაქების დასაცავად” – Bloomberg

,,უკრაინას ეწურება იარაღი თავისი ქალაქების დასაცავად”, – წერს სააგენტო Bloomberg. სააგენტო აღნიშნავს, რომ აქტიური თავდაცვის შესანარჩუნებლად უკრაინას დასჭირდება საარტილერიო ჭურვებისა და სხვა საბრძოლო მასალის მუდმივი მარაგი, რომლის მიწოდება მოკავშირეებს უჭირთ.

საჯაროდ, უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას, მაშინაც კი, თუ მოკავშირეთა მხარდაჭერა არ იქნება. მაგრამ ფრონტიდან ცნობები ცხადყოფს, რომ იქ სიტუაცია სულ უფრო მძიმეა.

,,ჩვენ ყველამ ვიცით, რა არის საჭირო ადგილზე. ახლა საკითხავია, რა შეგვიძლია გავაგზავნოთ და რა შეგვიძლია მივცეთ უკრაინას”, – თქვა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა.

მსგავსი თემები